09 ივლისი 2024,   03:25
ვრცლად
"სანთელი იყიდეს მაღაზიაში და ეკლესიისკენ ავიდნენ, ეტყობა, უნდა ელოცათ" - უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილის მამა  

სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული ლევან დოთიაშვილის ახლობლები მომხდარის დეტალებს იხსენებენ. მათი თქმით, ლევან დოთიაშვილმა და საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულმა თამაზ გინტურმა სოფელი დაახლოებით 17:00 საათისთვის დატოვეს და ეკლესიისკენ წავიდნენ. საქართველოს მოკლული მოქალაქის, თამაზ გინტურის ცხედარი მშობლიურ სოფელში უკვე გადაასვენეს.

"ჩემი მეგობარი იყო [მოკლული]. [ჩემს შვილს] დაარეკვინეს 112-ში, მე კარგად ვარ და მიხედეთ, დაჭრილი არის თამაზიო. სანთელი იყიდეს მაღაზიაში და [ეკლესიისკენ] ავიდნენ. ეტყობა, სანთელი უნდა დაენთოთ და ელოცათ. ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი... შეიძლება, გაუძალიანდნენ, ან რაღაც, და გააკეთეს მობილიზაცია... არ ვიცი," - ამბობს ლევან დოთიაშვილის მამა, იური დოთიაშვილი.

მომხდარს იხსენებს უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილის ნათესავი.

"დამირეკეს, რომ დაჭრეს და მაგის მერე მივედი ოჯახში. მეუღლემ არ იცოდა და იქ ვიყავი. ადგილზე ნახეს დაღუპული, თავის პიკაპის უკანა "კუზაოში“ იყო. როგორც ვიცით, ჯერ სასაფლაოზე იყვნენ და მერე ეკლესიაში გადავიდნენ. აქ იყიდეს სანთლები და წავიდნენ სანთლების დასანთებად. იქ რა მოხდა, არავინ იცის, ლევანის გარდა ეგ არავინ არ იცის," - ამბობს ლევან დოთიაშვილის ნათესავი, თამუნა დოთიაშვილი.

დღის ამბები