09 ივლისი 2024,   03:25
ვრცლად
დატბორილი ქუჩები და საცხოვრებელი სახლები - ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდდა მდინარე ოღასკურა, რამაც პრობლემები გამოიწვია, დაიტბორა ტერიტორიები, სახლები, ასევე წაიქცა ხე და შეფერხდა მოძრაობა.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისმა სამსახურებმა გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამით დაიწყეს. ამ დროისთვის, პრობლემა თითქმის ყველა ლოკაციაზე მოხსნილია და სამუშაოები გრძელდება.


 

დღის ამბები