09 ივლისი 2024,   02:37
ვრცლად
ერეკლე მეორის დაბადებიდან 303 წელი თელავის სასახლეში აღნიშნეს

ერეკლე მეორის დაბადებიდან 303 წელი კირბალთან მომხდარი მკვლელობის გამო მოკრძალებულად აღინიშნა. თელავში, მეფის სასახლის კარის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა აღავლინა.

გარდა ამისა, სასახლის საელჩო დარბაზში გაიმართა თელავთან დამეგობრებული ქალაქებიდან ჩამოსული დელეგაციების ოფიციალური მიღება.

სტუმრებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული და თელავის მერი მასპინძლობდნენ. თელავის ისტორიულ მუზეუმსა და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება.  

ავტორი: მაკა გოგებაშვილი 
 

დღის ამბები