20 აგვისტო 2026,   19:17
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა იმართება

საქალაქო სასამართლოში სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა იმართება.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. სავარაუდოდ, დღესვე გაირკვევა, გამოეყოფა თუ არა როინ შავაძის მკვლელობის საქმეს იმ პირების ეპიზოდი, რომლებმაც დანაშაული აღიარეს. არ არის გამორიცხული, მათი საქმე ნაფიც მსაჯულებს გადაეცეთ.

"წინა პროცესზე ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა აღიარა წარდგენილი ბრალი. ჩვენ რაიმე წარდგენილი დოკუმენტაცია არ გვაქვს და არანაირი შუამდგომლობაც არ გვექნება," - ამბობს თემურ მგელაძის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე.

დღის ამბები