17 სექტემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას - ჯოზეფ ბორელი 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი. 

როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროკომისია დღეს რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

"ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი. ევროკომისია დღეს რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის კარი ღიაა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას," - წერს ბორელი. 

დღის ამბები