14 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
მამუკა მდინარაძე: როდესაც ღირსების ნატამალი არ გაგაჩნია, შეიძლება ხაზარაძე და გახარიაც გაერთიანდნენ, გუშინ ერთმანეთისთვის "თვალთხარია" და "თაღლითი" იყვნენ, დღეს პარტნიორები იქნებიან - დაავალეს

როდესაც ღირსების ნატამალი არ გაგაჩნია, მაშინ შეიძლება ხაზარაძე და გახარიაც გაერთიანდნენ. გუშინ, ისინი ერთმანეთისთვის "თვალთხარია" და "თაღლითი" იყვნენ, დღეს პარტნიორები იქნებიან , - ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის მიერ "ძლიერ საქართველოსა" და გიორგი გახარიას პარტიას მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში მიწვევას.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, "ლელოს" და "გახარია საქართველოსთვის" გაერთიანებას სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება.

"როდესაც ღირსების ნატამალი არ გაგაჩინა, მაშინ შეიძლება ხაზარაძე და გახარიაც გაერთიანდნენ. გუშინ, ისინი ერთმანეთისთვის თვალთხარია და თაღლითი იყვნენ, დღეს პარტნიორები იქნებიან. მახსოვს, გახარიას გამონათქვამი: "ლელო" განაცებას უნდა გადავარჩინო" . "ლელო“ "განაცდა" მანამ, სანამ "ლელო" იქნებოდა. "ლელო" არ ერქვა "განაცებული" რომ იყო.

ხაზარაძე "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი იყო "ნაცების" მმართველობის პერიოდიდან, მათ რეკეტს ხაზარაძე ხელმძღვანელობდა. რა "ლელო განაცებას უნდა გადავარჩინო" , რეებს იგონებ? - "ნაცებს" ლანძღვას და კოალიცია ოთხგან აქვს დალაგებული. ახლა "ნაცების" კლასტერს უერთდება, მხოლოდ იმიტომ, რომ დაავალეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები