21 დეკემბერი 2024,   20:16
ვრცლად
"იმედი მაქვს, პრეზიდენტის "მარებლობა" წყვილის მორცხვობას დასძლევს და ხვალ ულამაზესი პოლიტიკური ნიშნობის მომსწრენი გავხდებით" - იაგო ხვიჩია სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია "ლელოსა" და საქართველოსთვის" გაერთიანების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"მოკლეკაბიანი, ლამაზი ქალისგან თავის დაფასება არ უნდა გაგიკვირდეთ, მაგრამ იმედი მაქვს, პრეზიდენტის "მარებლობა" წყვილის მორცხვობას დასძლევს და ხვალ ულამაზესი პოლიტიკური ნიშნობის მომსწრენი გავხდებით," - წერს იაგო ხვიჩია Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში, მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს.

დღის ამბები