პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის რაიონის დელეგატი, ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. ამჯერად, შეხვედრები გაიმართა ჩარგლის, ჟინვალის, ჭოპორტისა და ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებთან.
დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მოქალაქეებისთვის პრობლემური საკითხები მოისმინა.
"იცით, რომ უმნიშვნელოვანესი არჩევნები გველის წინ. რეალურად, ეს არის პრინციპული, გადამწყვეტი ბრძოლა ეროვნული ინტერესებისთვის და არა მხოლოდ საარჩევნო პოლიტიკური პროცესი", - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
ადგილობრივებთან შეხვედრებს ასევე ესწრებოდა ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე.