09 ივლისი 2024,   04:03
ვრცლად
მინდა დავიწყო ჩემი სამძიმრით, ქართველი მოქალაქის ოჯახისა და მეგობრებისადმი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოკლა რუსმა თავდამსხმელმა - პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საოკუპაციო ხაზთან მოკლულ თამაზ გინტურის ოჯახს მოუსამძიმრა და მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. ამასთან, ელჩმა საოკუპციო რეჟიმს მოუწოდა დაუყონებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე.

"მინდა დავიწყო ჩემი სამძიმრით, ქართველი მოქალაქის ოჯახისა და მეგობრებისადმი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოკლა რუსმა თავდამსხმელმა. ევროკავშირი გმობს ამ ინციდენტს და მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ქართველი მოქალაქე, რომელიც ამჟამად გატაცებულია. რუსეთის ოკუპაცია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არის აბსოლუტურად არალეგალური," - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები