09 ივლისი 2024,   02:55
ვრცლად
თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა, ღმერთმა ნათელში განუსვენოს - ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, თამაზ გინტურის მკვლელობის გამო, სამძიმარის წერილს აქვეყნებს. 

"კირბალში, საოკუპაციო ხაზთან, მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. ბატონი თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა. ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურშგი ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია.

 ღმერთმა ნათელში განუსვენოს თამაზის უკვდავ სულს და სამშობლოსათვის მებრძოლთა თანა სავანე მართალთა დაუმკვიდროს. მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი მომადლოს ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის თანაზიარიც თამაზი უკვე გახდა,"- აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილში. 

დღის ამბები