ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებენ თბილისში - ოპოზიციაში ამბობენ, რომ აუცილებელია მიღებული რეკომენდაციების შესრულება იმისთვის, რომ საქართველომ რეგიონში კვლავ ლიდერის პოზიციის დაბრუნება შეძლოს.
მათივე თქმით, ახლა გაერთიანების დროა, იმისთვის, რომ რეფორმები სწრაფი ტემპით განხორციელდეს და ქვეყანაში პოლარიზაციის დონე შემცირდეს.
"ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და გამარჯვება ჩვენი ხალხის. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, დიდი ჩამორჩენა გვაქვს. ეს ჩამორჩენა აღმოსაფხვრელია იმიტომ, რომ ჩვენ ლიდერები უნდა გავხდეთ ევროინტეგრაციის პროცესში და უნდა გავაგრძელოთ ეს პროცესი. ამისთვის საჭიროა რეფორმები, გაერთიანება და არა დაყოფა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და ა.შ. ამიტომ, დღეს ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი.