09 ივლისი 2024,   02:40
ვრცლად
ფონდი "კეტტარის" მხარდაჭერით გადაღებული ფილმის, "სახლი არ დატოვოს" ჩვენება ტალინში გაიმართა (VIDEO)

ფონდი "კეტტარის“ მხარდაჭერით გადაღებული ფილმის, სახლი არ დატოვოს" ჩვენება ტალინში, PÖFF 27 | Tallinn Black Nights Film Festival 3-19 Nov-ზე გაიმართა, სადაც ფილმის რეჟისორმა რუსეთის ძალების მცოცავ ოკუპაციაზე საერთაშორისო საზოგადოებასთან ისაუბრა.

„განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ფილმის ჩვენება ახლა, როცა რუსეთის ოკუპაციას კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე - თამაზ გინტური შეეწირა.

დათი ჯაფარიძის ფილმი ოკუპაციის ჩვენი დროის სიმბოლოს, დათა ვანიშვილის ცხოვრებას აღწერს.
ეს არა მხოლოდ ერთი ადამიანის ცხოვრების ამბავი, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგიკული ისტორიაა. ქვეყნის, რომელიც დღემდე ებრძვის რუსეთის მცოცავ ოკუპაციას“, - ვკითხულობთ ფონდი „კეტტარის“ ფეისბუქგვერდზე.

ვიდეო

 

 

(R)

დღის ამბები