თავიდან ბოლომდე ჩამოინგრა ოპოზიციის პიარ-ნარატივი, თითქოს საქართველოს რუსული ხელისუფლება ჰყავს. ევროკომისიის რეკომენდაცია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტატუსთან ერთად ცრუ ნარატივების ნგრევის რეკომენდაციაც იყო, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, მოქმედმა ხელისუფლებამ რადიკალების გამუდმებული საბოტაჟის ფონზე მოიპოვა.
"თავიდან ბოლომდე ჩამოინგრა ოპოზიციის პიარ-ნარატივი, თითქოს საქართველოს რუსული ხელისუფლება ჰყავს. ევროკომისიის რეკომენდაცია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტატუსთან ერთად ცრუ ნარატივების ნგრევის რეკომენდაციაც იყო. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ოპოზიციაში გადაბარგებული რადიკალები მთელი ძალებით ცდილობდნენ, "ქართული ოცნება" რუსულ ძალად გაესაღებინათ. ამ დროს, მოქმედი ხელისუფლება შევა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, რამეთუ ყველაზე მეტად დაუახლოვა საქართველო ევროპას. ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი - ეს ყველაფერი მოხერხდა რადიკალების გამუდმებული საბოტაჟის ფონზე. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ღარიბაშვილის და კობახიძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა ძალამ სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი ქვეყნის ისტორიაში და თაობებს ეცოდინებათ, ვინ მიიყვანა საქართველო ევროკავშირის კართან," - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.