საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტმა მორიგი კრიტიკა გამოიწვია.
"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილს კვლავ არასაელმწიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი ქცევები არაევროპულია:
"პრეზიდენტი იქცევა არაევროპულად, ის არ სცემს პატივს საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს საზოგადოებას, რომელმაც ის აირჩია. ასევე არღვევს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ესეც არაევროპულია. მის ვიზიტებს აქამდე არაფერი მოუტანია საწინააღმდეგოს გარდა. მისი საქციელები არამხოლოდ არასახელმწიფოებრივი, ასევე არასერიოზული ხდება. თუ ის ასე გააგრძელებს, საზოგადოებრივ მოძრაობაშიც კი არავინ მიიღებს მას," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, ორბელიანის მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტს, საფრანგეთში ვიზიტის ნებართვისთვის არ მიუმართავს.