09 ივლისი 2024,   02:48
ვრცლად
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის წევრები სამუშაო ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის წევრები, გერმანიის ბუნდესთაგის კულტურისა და მედიის საკითხთა თავმჯდომარის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა კულტურის კომიტეტების გაფართოებული სხდომა, რომელიც ბუნდესტაგის პირდაპირი ეთერით გადაიცა. სხდომაზე განიხილეს კულტურის სფეროს საკითხები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. საუბარი ასევე შეეხო საკომიტეტო მუშაობის სპეციფიკას და კულტურის სფეროს დაფინანსებისა და განვითარების მექანიზმებს.

დღის ამბები