09 ივლისი 2024,   02:46
ვრცლად
ადამიანის უფლებათა კომიტეტში განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც დიდი გაბარიტების ტრანსპორტისთვის დარღვევით მოძრაობის გამო ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს

კანონპროექტს, რომელიც თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტისთვის ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობის გამო ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს, ადამიანის უფლებათა კომიტეტში განიხილავენ. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, დიდი ზომის ავტოტრანსპორტისთვის აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმა 100 ლარია.

ცვლილების მიხედვით, ეს თანხა, პირველ ჯერზე, ათმაგდება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი, 3 000 ლარი ხდება.

ოპოზიცია კანონპროექტის აუცილებლობას ვერ ხედავს,. უმრავლესობა კი თვლის, რომ ახალი რეგულაციები მოქალაქეებს დედაქალაქში გადაადგილებას გაუმარტივებს.

დღის ამბები