09 ივლისი 2024,   04:04
ვრცლად
გლდანის რაიონში, შოთა მიქატაძის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სრულდება

თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე შოთა მიქატაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება. ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოაწესრიგა - ამჟამად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში, 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, იგება ასფალტის საფარი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

დღის ამბები