09 ივლისი 2024,   03:53
ვრცლად
"შეუძლოდაა, თავს ცუდად გრძნობს, ლაპარაკის ძალა არ აქვს" - ლევან დოთიაშვილის მეუღლე

ლევან დოთიაშვილი გვიან ღამემდე იკითხებოდა. ის ქართულ მხარეს საოკუპაციო ძალებმა 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ, გუშინ გადმოსცეს. გათავისუფლების შემდეგ, ლევან დოთიაშვილმა მედიასთან დეტალური საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა გამოძიების კითხვებს უპასუხა. ოქროს მოწმის ჩვენებიდან გაირკვევა, რა მოხდა 6 ნოემბერს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რა ვითარებაში მოკლეს თამაზ გინტური და ვინ არიან დამნაშავეები?

მანამდე, ოჯახის წევრები მის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობენ.

ლევან დოთიაშვილის მეუღლის, სოფიო ანდრიაძის განცხადებით, უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებული თავს ცუდად გრძნობს და, ამ დროისთვის, ლაპარაკის ძალა არ აქვს.

"არის შეუძლოდ, თავს ცუდად გრძნობს, არ აქვს ლაპარაკის ძალა, არ არის მძიმედ ნაცემი, მაგრამ თვითონ უფრო კარგად გეტყვით ყველაფერს. მთელი ღამე გავათენეთ პოლიციაში. რთულია, რთული სიტუაცია იყო. მადლობა ჩვენს მთავრობას, ყველას, ვინც ჩემი მეუღლის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა" , - განაცხადა სოფიო ანდრიაძემ.

ლევან დოთიაშვილის მამის, იური დოთიაშვილის განცხადებით, მისი შვილის თვალწინ მოკლეს კაცი, შესაბამისად, ის თავს ცუდად გრძნობს.

"თავის წინ მოკლეს კაცი... უყურებდა, როგორ მოკლეს. ვერ ვიცანი, ისეთ მდგომარეობაშია", - განაცხადა იური დოთიაშვილმა.

დღის ამბები