09 ივლისი 2024,   03:59
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების არსებული წესი იცვლება

საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების არსებული წესი იცვლება - უმრავლესობისა და ოპოზიციონერი დეპუტატების ერთობლივი ინიციატივით, პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომლის მიხედვით, უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც მაუწყებლის დაფინანსებას მშპ-ს არანაკლებ 0,14 პროცენტით ითვალისწინებს.

ახალი წესის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი არ შეიძლება წინა წლის მოცულობაზე ნაკლები იყოს. დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.

თითქმის 15 წელია, საზოგადოებრივი მაუწყებელი მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით ფინანსდება.

დღის ამბები