15 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"ამ სამსახურის ცალკე ჩამოყალიბებამ დადებითი რეზულტატები მოიტანა" - სარჯველაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, დანაშაულში 153 პირი ამხილეს, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მან უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

კოკა კაციტაძემ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამართალდამცველების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ასევე - ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამოძიების სტატისტიკურ მონაცემებსა და ამ მიმართულებით გახსნილი საქმეების მაჩვენებლებზე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნამ დადებითი რეზულტატი მოუტანა ქვეყანას.

"ამ სამსახურის ცალკე ჩამოყალიბებამ მოიტანა დადებითი რეზულტატები. სამსახური გამართულად ფუნქციონირებს, სწორად აღიქვამს მიმდინარე მოვლენებს, აქვს უმნიშვნელოვანესი ინიციატივები... ამაში დარწმუნების შესაძლებლობას გვაძლევს წერილობით წარმოდგენილი ანგარიში, რომლის ნახვის შემდეგ, არცერთმა ოპოზიციონერმა არ ისურვა, რომ შემოსულიყო საგნობრივ დისკუსიაში", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები