09 ივლისი 2024,   03:45
ვრცლად
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა მიმდინარე წლის მაისი-ოქტომბრის შუალედური ანგარიში წარადგინა

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა მიმდინარე წლის მაისი-ოქტომბრის შუალედური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ტაძრის ადრინდელი მდგომარეობა და ამ დრომდე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია შეფასებული.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დროებითი გადახურვის პროექტმა გამორიცხა გელათის ტაძარში ნალექის ჩასვლა და ფრესკების დაზიანების საფრთხე. დაწყებულია მონასტერში კედლის მხატვრობის და მოზაიკის შესწავლაც. ადგილზე დამონტაჟებულია ტენიანობის მზომავი სენსორები და მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესში, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ევროპელი მეცნიერებიც მონაწილეობენ.

დღის ამბები