09 ივლისი 2024,   02:59
ვრცლად
ბათუმში, გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხების გაშუქების შესახებ, პირველი "ბუთქემფი" იმართება

ბათუმში, გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხების გაშუქების შესახებ, პირველი "მედიაბუთქემფი" (სპეციალიზებული, ინტენსიური სასწავლო პროგრამის ტრენინგი) იმართება. ღონისძიების მასპინძელი ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდია.

მონაწილეობას 15-მდე სხვადასხვა მედიაორგანიზაციის წარმომადგენელი იღებს. ისინი მიიღებენ ინფორმაციას გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხების გაშუქების შესახებ. "ბუთქემფის" დასასრულს კი, შეიმუშავებენ ისეთ მედიაპროდუქტებს, როგორებიცაა - სტატიები, ვიდეომასალა, რეპორტაჟები და სხვა.

 

დღის ამბები