09 ივლისი 2024,   03:25
ვრცლად
დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტისთვის ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობის გამო ჯარიმების გაზრდის შესახებ კანონპროექტს დღეს ორ კომიტეტზე განიხილავენ

დეპუტატები განაგრძობენ იმ კანონპროექტზე მსჯელობას, რომელიც თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტისთვის ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობის გამო ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს. საკითხს, ამჯერად, ორ კომიტეტზე განიხილავენ.

მოქმედი კანონმდებლობით, დიდი ზომის ავტოტრანსპორტისთვის აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმა 100 ლარია. ცვლილების მიხედვით, ეს თანხა, პირველ ჯერზე, ათმაგდება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი, 3 000 ლარი ხდება.

უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ახალი რეგულაციები მოქალაქეებს დედაქალაქში გადაადგილებას გაუმარტივებს.

დღის ამბები