09 ივლისი 2024,   04:05
ვრცლად
დღეიდან მიცკევიჩის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო გადაადგილება აღდგება

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩის ნაწილზე საგზაო სამუშაოები სრულდება. დღეიდან, ტაშკენტის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე, მიცკევიჩზე საავტომობილო გადაადგილება აღდგება.

რაც შეეხება გზის მეორე ნაწილს, 12 000 კვ. მ. ფართობზე იგება ასფალტის საფარის მეორე ფენა, ეწყობა ბორდიური, ტროტუარი და პანდუსები; მონტაჟდება გარეგანათების სისტემა. გზა სრულად უახლოეს პერიოდში გაიხსნება.

დღის ამბები