09 ივლისი 2024,   03:09
ვრცლად
სახანძრო ავტომობილები საჩუქრად - სამხრეთ კორეის ეროვნული პარკების სამსახურმა საქართველოს სახანძრო მანქანები გადასცა

სამხრეთ კორეის ეროვნული პარკების სამსახურმა, საქართველოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სახანძრო მანქანები გადასცა.

ახალ ტექნიკას საქართველოში ყველაზე დიდი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გამოიყენებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხანძარსაშიში ზონაა.

ამავე მემორანდუმის ფარგლებში, საქართველომ სამხრეთ კორეისგან დრონი მიიღო, რომელიც ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის აქტიურად გამოიყენება.

დღის ამბები