09 ივლისი 2024,   04:08
ვრცლად
რუსთავის მერია მე-14 მიკრორაიონში, კორპუსების შიდა ტერიტორიაზე, ახალ რეკრეაციულ საზოგადოებრივ სივრცეს მოაწყობს

რუსთავის მერია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის "კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში" (GFG) ფარგლებში, მოქალაქეთა მონაწილეობით, ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. მოსახლეობის თხოვნით, რუსთავის მერია, მე-14 მიკრორაიონში, კორპუსების შიდა ტერიტორიაზე, ახალ რეკრეაციულ საზოგადოებრივ სივრცეს მოაწყობს.

650 კვ/მ ფართობის ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის, ორი სხვადასხვა პროექტია შექმნილი. პროექტის ორივე ვერსია, უბნის მოსახლეობას ნინო ლაცაბიძემ ადგილზე გააცნო.

2024 წელს, რუსთავის ბიუჯეტიდან ის პროექტი დაფინანსდება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა მოიწონებს. მოსახლეობის უმრავლესობის პოზიცია ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპით დადგინდება.

დღის ამბები