09 ივლისი 2024,   02:08
ვრცლად
“ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა - იოავ გალანტი

“ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა, - ამტკიცებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი. იოავ გალანტი ამბობს, რომ ტერორისტები სამხრეთით გარბიან, მშვიდობიანი მოსახლეობა კი ძარცვავს "ჰამასის“ ბაზებს.

გუშინ, დღის ბოლოს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ
"ცახალმა" ღაზაში რანტისის საავადმყოფო დაარბია, სადაც "ჰამასის“ წევრები იყვნენ ჩაკეტილები.

მათივე ცნობით, საავადმყოფოს ქვეშ, სარდაფში აღმოჩენილია "ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, თვითმკვლელი ბომბის ჟილეტები, ასაფეთქებლები და სხვა იარაღი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, აქცენტს კვლავ ღაზის სექტორის ყველაზე დიდ საავადმყოფო, "ალ-შიფაზე" აკეთებს, რომელიც მათი თქმით, სასაფლაოდ იქცა, რადგან ვერ ხდება გარდაცვლილების დაკრძალვა. კლინიკის ექიმები ამ დრომდე უარს ამბობენ ისრაელის თავდაცვის ძალების შეთავაზებაზე დატოვონ ტერიტორია.

დღის ამბები