21 ივნისი 2026,   01:53
ვრცლად
ჩერგოლეიშვილი ოპოზიციის ქალ დეპუტატებს - როცა აგინებ ჯიგარი ხარ, ხოლო როცა გაგინებენ - ქალი, არ გამოვა. ან ისე ქენით, ან ასე

თუ ქალზე სტერეოტიპებით სარგებლობა გსურთ, kind of "ქალ დეპუტატებს შეურაცხგვყოფენ" - სქესზე აქცენტით, მაშინ ადექით და მაგ სტერეოტიპებით იმოძრავეთ - წერს სოციალურ ქსელში "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, როცა აგინებ ჯიგარი ხარ, ხოლო როცა გაგინებენ - ქალი, არ გამოვა.

"თუ ქალზე სტერეოტიპებით სარგებლობა გსურთ, kind of "ქალ დეპუტატებს შეურაცხგვყოფენ" - სქესზე აქცენტით, მაშინ ადექით და მაგ სტერეოტიპებით იმოძრავეთ. როცა აგინებ ჯიგარი ხარ. ხოლო როცა გაგინებენ - ქალი, არ გამოვა. ან ისე ქენით, ან ასე მეგობრებო. თანასწორობა მაგ თქვენი ზიგზაგებით ნაღდად არ მოვა," - წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

დღის ამბები