09 ივლისი 2024,   01:48
ვრცლად
ღაზაში მძევლების გათავისუფლების პროცესი ხვალამდე გადაიდო - განცხადება ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭომ გააკეთა

ღაზაში მძევლების გათავისუფლების პროცესი ხვალამდე გადაიდო - განცხადება ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭომ გააკეთა, თუმცა მიზეზები არ დაკონკრეტებულა. ღაზას სექტორში ცეცხლის 4 დღიანი პაუზა, რომლის დროსაც 50 მძევალი 150 პატიმარზე უნდა გაცვლილიყო, დღეს უნდა გამოცხადებულიყო.

მანამდე კი ისრაელი ინტენსიურ სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს ღაზაში განაგრძობს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ომს მოიგებს და "ჰამასზე" "აბსოლუტურ გამარჯვებას" მოიპოვებს.

პარალელურად, ისრაელი საპასუხო საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს "ჰეზბოლას" წინააღმდეგ. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო იერიშის შედეგად დაიღუპა "ჰეზბოლას" 5 წევრი, მათ შორის ერთ-ერთი, ლიბანის გავლენიანი პარლამენტარის შვილია. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, "ჰეზბოლას" მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა, შესაძლოა, ლიბანში ომი გამოიწვიოს.

დღის ამბები