საზეიმო არაფერი აქვთ - "ნაცმოძრაობამ" საზოგადოებას თავი უფრო ეკლებით დაამახსოვრა, ვიდრე ვარდებით, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.
"ის სისტემური ჩავარდნა, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დღემდე რჩება მათი პოლიტიკური ბიოგრაფიის მძიმე ნაწილად, თუმცა არც ოპოზიციაში აკლებენ იმის მცდელობას, რასაც აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ეს არის ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. დღეს მათ საზეიმო არაფერი აქვთ. სჯობს, ერთხელ შეიკრიბონ და მოიკრიბონ ძალა, საზოგადოებას ბოდიში უთხრან იმისთვის, რაც თავის დროზე გააკეთეს", - აღნიშნა თალაკვაძემ.