15 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
"როცა არ არის ერთიანობა, ეს წარმატებას უშლის ხელს" - წყალტუბოს საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია ერთმა დეპუტატმა დატოვა

წყალტუბოს საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია დეპუტატმა დატოვა. ნარგიზ ტყაბლაძე, რომელიც ოპოზიციური პარტიის რიგებში 2004 წლიდან ირიცხებოდა, ამბობს, რომ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობა"-ში არსებული შიდა დაპირისპირების მიზეზით ტოვებს.

ტყაბლაძის თქმით, მისთვის პარტიის ორად გაყოფა მიუღებელია. "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილი წევრი საკრებულოში საქმიანობის გაგრძელებას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გეგმავს.

"პირადი განცხადებით ვტოვებ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". დღეს გავაკეთე განცხადება პირველად, არც იციან, რომ დავტოვე. აი დღეს კრებაზე გაჟღერდა ეს განცხადება, ახლა გაიგეს. როცა არ არის ერთიანობა, წარმატებებს მომავალში უშლის ხელს." - განაცხადა ნარგიზ ტყაბლაძემ.

წყალტუბოს 39 წევრიან საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" ამ დრომდე 13 დეპუტატით იყო წარმოდგენილი.

დღის ამბები