09 ივლისი 2024,   01:59
ვრცლად
ბორელის განცხადებით, პალესტინელებსა და ისრაელელებს, ერთსა და იმავე მიწაზე, თანაბარი უფლებები აქვთ

პალესტინის სახელმწიფოს გარეშე, ისრაელს მშვიდობა და უსაფრთხოება არ იქნება, - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი.

მისივე თქმით, ყველაზე სერიოზული კონფლიქტების შემთხვევაშიც კი, დგება მომენტი, როცა დაპირისპირებულ მხარეებს შორის მშვიდობა ისადგურებს.

"ორივეს [ისრაელსაც და პალესტინასაც] აქვს თანაბარი და ლეგიტიმური უფლებები მიწაზე. მათ მოუწევთ, გაიზიარონ [მიწა]. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, ამაზე შეთანხმდნენ. ისინი ამას მარტო ვერ შეძლებენ“, - თქვა ბორელმა.

ბორელი ბარსელონაში, ხმელთაშუა ზღვის კავშირის (UfM) ფორუმს ესწრება, სადაც დაახლოებით 40 ქვეყნის წარმომადგენელი განიხილავს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტსა და მშვიდობის დამყარების გზებს.

დღის ამბები