09 ივლისი 2024,   03:09
ვრცლად
28 ნოემბერს ელექტრომომარაგება თბილისის ნაწილს დროებით შეეზღუდება

კომპანია "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 28 ნოემბერს ელექტრომომარაგება თბილისის ნაწილს დროებით შეიზღუდება.

უბნების ჩამონათვალი:

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის და ნადირაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალქსეევკის დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), საექიმოს, ქინძმარაულის, ქიზიყის და სანაძის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცხვედაძის, ტიციან ტაბიძის და ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის, ღამბაშიძის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.   

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები