27 ივლისი 2024,   04:47
ვრცლად
ღაზის სექტორი ეპიკური ჰუმანიტარული კატასტროფის შუაგულია - ანტონიო გუტერეში

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ღაზის სექტორი "ეპიკური ჰუმანიტარული კატასტროფის" შუაგულია.

გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები ზავის გასახანგრძლივებლად, მაგრამ გაერო-ს სჯერა ნამდვილი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობის.

"ღაზაში ადამიანური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს. წყალი და ელექტროენერგია სრულად უნდა აღდგეს. სასურსათო სისტემა ჩამოიშალა და რისხვა ვრცელდება, განსაკუთრებით ჩრდილოეთში,"-განაცხადა გუტერეშმა.

მისი თქმით, ბავშვები, ორსული ქალები, ხანდაზმულები და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, ხოლო ღაზის მოსახლეობის 80% იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა.

დღის ამბები