16 ნოემბერი 2024,   00:15
ვრცლად
"ნაცმოძრაობა" კეზერასა და ჭყიპინას დონეზეა დასული - დაშლის პროცესი გარკვეული ძალების მხრიდანაა კოორდინირებული - ირაკლი კობახიძე

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ არაფორმალურ მმართველობას, თავად პარტიის წევრები აღიარებენ.

"კეზერასა და ჭყიპინას დონეზეა დასული „ნაცმოძრაობა“. კეზერა და ჭყიპინა როცა ხვდებიან ერთმანეთს კვიპროსში და ეს „ნაცმოძრაობის“ გარშემო განსაკუთრებული, სპეციალური თემა ხდება, მიუთითებს, რომ პოლიტიკური პარტია სრულად დეგრადირებულია.

დაშლის პროცესი არის კოორდინირებული გარკვეული ძალების მხრიდან.

გეგმა არის ასეთი - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ბარიერი გადალახოს კიდევ ერთმა „ნაცურმა“ პოლიტიკურმა ძალამ, ოღონდ არ უნდა ერქვას პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, იქნება ალტერნატიული პარტია. აქ მოიაზრებიან კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის, ეს არის „ლელო“, გახარია, სალომე ზურაბიშვილი, ლომჯარია და ამას ემატება მელია, ანუ ეს გეგმა იკვრება უკვე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ბარიერი გადალახოს ამ სუბიექტმა, ამაზე მუშაობენ ვიღაცები," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები