16 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
დეპოლარიზაციის კუთხით, პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებაზეა - ხატია დეკანოიძე

ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა დასკვნა, რომელშიც დეტალურად, პუნქტობრივად არის საუბარი ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც გაფართოების პაკეტში იყო.

საქართველოსთან დაკავშირებით, ნათქვამია, რომ საბჭო დადებითად აფასებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებას და მიესალმება ევროინტეგრაციისთვის გატარებულ რეფორმებს. ევროპული საბჭოს დასკვნასა და გაჟღერებულ გზავნილებს შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც.

მხარეები თანხმდებიან რომ 14-15 დეკემბრის ისტორიულ სამიტზე ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს, თუმცა განსხვავებულია მოსაზრებები, ვისი დამსახურებაა საქართველოს წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელსაც ევროკავშირი მიესალმება, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანა რეფორმების განხორციელების გზაზე დადგეს.

"ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელსაც მიესალმება ევროკავშირი, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ბოლომდე რეფორმების განხორციელების გზაზე დავდგეთ. ამიტომ, 9 დათქმა არის შესასრულებელი.

მაგალითად, დეპოლარიზაციის კუთხით, მთელი პასუხისმგებლობა, თავიდან ბოლომდე, არის ხელისუფლების, ყველა პოლიტიკური პარტიის, მაგრამ - ხელისუფლების უპირველეს ყოვლისა. გასაგებია, ორი დიდი პარტიაა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პოლარიზაცია არსებობს „ქართულ ოცნებასა“ და დანარჩენს საზოგადოებას შორის," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” წევრი ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები