06 ივლისი 2024,   00:14
ვრცლად
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის ერთ-ერთ საავადმყოფოში "ჰამასის" 70-ზე მეტი წევრი დააკავეს

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე საავადმყოფოში "ჰამასის" 70-ზე მეტი წევრი დააკავეს. უწყების სპიკერის თქმით, მებრძოლები ისრაელის შეიარაღებულ ძალებს იარაღთან ერთად ჩაბარდნენ, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საპასუხოდ, "ჰამასის" მიერ მართულ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელმა, საავადმყოფოს ბლოკირებით, სამედიცინო პერსონალს ხელი შეუშალა, ეზრუნა 10 დაშავებულ ადამიანზე. შედეგად, ექიმების ყურადღების გარეშე დარჩენილი ორი პაციენტი გარდაიცვალა.

7 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, ისრაელი "ჰამასს" საავადმყოფოების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს.

დღის ამბები