06 ივლისი 2024,   00:38
ვრცლად
დამანგრეველი მიწისძვრა ჩინეთში - დაღუპულია 110-ზე მეტი მოქალაქე, დაშავებულების რაოდენობა კი 400-ს სცდება

დამანგრეველი მიწისძვრა ჩინეთში. დაღუპულია 110-ზე მეტი მოქალაქე, დაშავებულების რაოდენობა კი 400-ს სცდება, არიან დაკარგულებიც. იყო ნგრევა, დაზიანებულია ათასობით შენობა.

ბიძგების სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდას მიაღწია.

სტიქიის ეპიცენტრი ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში განსუსა და ცინხაიშის პროვინციებში იყო.

სტიქიის ზონაში საყოველთაო მობილიზებაა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამაშველო სამსახური. მაშველებს დაკარგული ადამიანების მოსაძებნად -13 გრადუსიან ყინვაში უწევთ მუშაობა.

რეგიონის ზოგიერთ ნაწილში, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მიწოდება შეფერხებულია.

დღის ამბები