27 დეკემბერი 2024,   08:12
ვრცლად
128 დაღუპული და 600-ზე მეტი დაზარალებული - დამანგრეველმა მიწისძვრამ ჩრდილოეთ ჩინეთში 5 000-ზე მეტი შენობა ჩამოშალა

128 დაღუპული და 600-ზე მეტი დაზარალებული - დამანგრეველმა მიწისძვრამ ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში 5 000-ზე მეტი შენობა ჩამოშალა. მიწისქვეშა ბიძგები განსუს პროვინციის მაცხოვრებლებმა შუაღამისას იგრძნეს, ხალხმა გადასარჩენად სახლებიდან გამოსვლა სცადა, რა დროსაც რამდენიმე ძლიერი ბიძგი განმეორდა. შედეგად კი, საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი ჩამოიშალა.

6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ 10 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, რამაც სტიქიის ზონაში სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. დაზარალებულ რეგიონში ახლა 1000-ზე მეტი მაშველი მუშაობს, რომელსაც ჩინეთის არმიაც ეხმარება.

სამაშველო ოპერაციას მიწისძვრის გამო ჩახერგილი გზები და ჰაერის დაბალი ტემპერატურა ართულებს, რომელიც განსუს რეგიონში -13 გრადუსს აღწევს.

დღის ამბები