ბატონმა კოლომინამ წინსვლა მოგვილოცა და მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და ნატო არ არის ერთი ორგანიზაცია, ეს დაკავშირებულია ერთმანეთთან, ერთ ორგანიზაციაში წინსვლა გულისხმობს მეორე ორგანიზაციაში წინსვლას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, კოლომინასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს შორის ურთიერთობების შემდეგ ეტაპებს.
"ბრიუსელს ვსტუმრობდი ახლახან და მონაწილეობა მივიღე კომისიის სხდომაში, სადაც მივიღე სრული მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს შორის ურთიერთობების შემდეგ ეტაპებზე, ასევე ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც დაგეგმილია მომავალ წელს, ვისაუბრეთ ასევე ევროკავშირთან დაკავშირებით, წინსვლა მოგვილოცა ბატონმა კოლომინამ და მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და ნატო არ არის ერთი ორგანიზაცია, ეს დაკავშირებულია ერთმანეთთან. ერთ ორგანიზაციაში წინსვლა გულისხმობს მეორე ორგანიზაციაში წინსვლას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინას შეხვდა.