06 ივლისი 2024,   00:58
ვრცლად
მთის კურორტებზე ზამთრის ტურისტული სეზონი დღეს იხსნება - რა სიახლეები დახვდებათ წელს დამსვენებლებს

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი იხსნება. გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში, ვიზიტორების მისაღებად, უკვე ყველაფერი მზად არის.

ორი ახალი საბაგირო და ახალი სასრიალო ტრასა - ასეთი სიახლეებით ხვდება გუდაური წელს დამსვენებლებს. აქ მოქალაქეებს გასართობი აქტივობები, საბავშვო და ფოტო ზონები, კვების ჯიხურები და მუსიკალური სივრცეც დახვდებათ.

ზამთრის სათხილამურო სეზონის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილიც დაესწრება.

დღის ამბები