16 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
სააკაშვილს საკუთარი თავი ისევ ზევსი ჰგონია, ვერანაირი გაერთიანების სათავე ის ვერ იქნება - გურამ მაჭარაშვილი

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, ოპოზიციის პოლიტიკური აქტიურობის ერთიანი კომიტეტის შექმნის შესახებ, პოლიტიკური შეფასებების საგანია. "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს რეალობის განცდა აქვს დაკარგული.

მისივე თქმით, სააკაშვილი ვერანაირი გაერთიანების სათავეში ვერ იქნება.

"სააკაშვილს, სამწუხაროდ, საკუთარი თავი ისევ ზევსი ჰგონია და მისი ყველა სიტყვა მყისიერად აღსრულდება. კომიტეტი, პლატფორმა და უკრაინული ტანსაცმელი ვერ გააერთიანებს ვერაფერს. ეს ადამიანი, სამწუხაროდ, დაკავშირებულია გაყოფასთან - საზოგადოება გაყო, ქვეყანა გაყო, საკუთარი პარტიაც კი გაყო. მისი ბიძის[თემურ ალასანიას] სიტყვები რომ გამოვიყენოთ, გახლეჩილი ურჩევნია საქართველოც და ყველაფერი. ამიტომ, ბუნებრივია, ვერანაირი გაერთიანების სათავე ის ვერ იქნება," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. "ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი," - განაცხადა სააკაშვილმა მისივე თქმით, 20-25-კაციანი კომიტეტის ბირთვი, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა იყოს.

დღის ამბები