პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე IRI-ის სკანდალურ კვლევას ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნულ კვლევაზე ინფორმაციას არ ფლობს.
"საერთოდ არ მინახავს ეს კვლევა. საერთოდ ისიც არ ვიცი, თქვენგან გავიგე, რომ თურმე IRI-ს ჩატარებული აქვს. არანაირი შეხება ამ კვლევასთან არ გვქონია და კიდევ ვიმეორებ, არც ინფორმაცია გვქონია, რომ ეს კვლევა ტარდებოდა," - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
რატომ დამალა ოპოზიციამ IRI-ის კვლევა, რომელიც თავად დაუკვეთა?! - სოციალურ ქსელში შედეგები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1% ან 2% აქვთ, ჯამში კი 16%. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36%, ალოკაციით კი 55%. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს "ქართული ოცნებისთვის" 36% არცერთ კვლევაში არ დაუწერია.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ოპოზიცია კი ისტორიულ მინიმუმზე.