პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შეწყალების ინსტიტუტი, პოლიტიკური ბრძოლის იარაღი არ უნდა გახდეს.
ქადაგიშვილის თქმით, როდესაც ვიღაც პოლიციელის დაწვას იწყებს, ის კანონის წინაშე ძალიან დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევა და არ აქვს მნიშვნელობა ვისი მომხრეა.
"შეწყალების ინსტიტუტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღი არ უნდა გახდეს. თუ სალომე ზურაბიშვილი ხანდახან მაინც დაუბრუნდება პრეზიდენტის ფუნქციას და იმ სიმძიმეს გაითვალისწინებს რა არის პრეზიდენტის ინსტიტუტი, სანამ შეწყალების ინსტრუმენტს როგორც პოლიტიკურ იარაღს გამოიყენებს, უნდა დაფიქრდეს. როდესაც ვიღაც პოლიციელის დაწვას იწყებს, ის კანონის წინაშე ძალიან დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევა. არ აქვს მნიშვნელობა ის მემარცხენეა, მემარჯვენეა, იმის მომხრეა თუ ამის მომხრეა, ევროკავშირი უნდა თუ კიდევ რაღაც სხვა უნდა. არ შეიძლება პოლიციელის დაწვა გაამართლო რაიმე პოლიტიკური მიზნებით", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.