22 დეკემბერი 2024,   10:27
ვრცლად
მსოფლიო თასის ეტაპი ბაკურიანში დასრულდა

მსოფლიო თასის ეტაპი ბაკურიანში დასრულდა. მოგულსა და დუალ მოგულში, ამ დისციპლინის მსოფლიოს საუკეთესო ათლეტები ასპარეზობდნენ. ტურნირი ორ დღეს გაგრძელდა და გამარჯვებულები, როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა თანრიგში გამოვლინდნენ.

ქალებში ორივე დღის ტრიუმფატორი ჯაკარა ენტონი გახდა. სპორტსმენმა, როგორც ინდივიდუალურ შეჯიბრში, ასევე წყვილში პირველობა არავის დაუთმო და საუკეთესო შედეგი აჩვენა.

განსხვავებულია შედეგი მამაკაცებში. ინდივიდუალურ თავისუფალ სრიალში გამარჯვებული, დღეს, დუალ მოგუსში მეორე ადგილს დასჯერდა. ამ შემთხვევაში მსოფლიო თასის ეტაპის პირველობა ტურნირის ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა აღარ დათმო. შეჯიბრის გამარჯვებული მაიკლ კინგსბური გახდა.

ბაკურიანი სპორტული მედიის ეპიცენტრში ორი დღე იყო. მსოფლიო თასის ეტაპის ორდღიანი შეჯიბრი პირდაპირ ეთერში 17 ქვეყანაში გადაიცემოდა.

საქართველოში მსოფლიო თასის ეტაპები ყოველწლიურად გაიმართება. ეს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ მას შემდეგ გადაწყვეტა, რაც ბაკურიანმა სნოუბორდში, ფრისკისა და ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატს წარმატებით უმასპინძლა. უკვე ცნობილია მომდევნო ტურნირების თარიღიც. მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი 3-4 თებერვალს გუდაურში, ხოლო 10-11 თებერვალს ისევ ბაკურიანში ჩატარდება.

დღის ამბები