06 ივლისი 2024,   00:44
ვრცლად
ძლიერმა თოვლმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა

ძლიერმა თოვლმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა. უამინდობის გამო, ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეზღუდული იყო მოძრაობა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ორივე პრობლემა რამდენიმე საათში მოგვარდა.

უხვი ნალექის გამო, გზებზე გადაადგილება გართულებული იყო ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და მერიის შესაბამისი სამსახურები, ტერიტორიას მთელი ღამის განმავლობაში წმენდდნენ.

დღის ამბები