06 ივლისი 2024,   01:45
ვრცლად
"იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" - საგარეო უწყება დიასპორული საგრანტო პროგრამის მორიგ კონკურსს აცხადებს

"იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი"- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორული საგრანტო პროგრამის მორიგ კონკურსს აცხადებს. ამ მიზნით, დღეს უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა.

კომისია განსაზღვრავს კონკურსის პრიორიტეტებს და ჩაატარებს მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებებს, ასევე განიხილავენ შესულ განაცხადებსა და პროექტებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და, დროებით, სასწავლებლად არიან წასულები.

დღის ამბები