06 ივლისი 2024,   01:51
ვრცლად
თეა წულუკიანმა სეფიეთის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი მოინახულა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანმა სეფიეთის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი მოინახულა. მინისტრი მეხუთე-მეექვსე საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკის მდგომარეობას გაეცნო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ტაძრის სახურავი 2021 წელს შეკეთდა. იმსჯელეს ტაძრის მდგომარეობასა და დარჩენილი პრობლემების მოგვარების გზებზეც. ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სამნავიანი ბაზილიკაა დასავლეთ საქართველოში. 

დღის ამბები