21 დეკემბერი 2024,   18:02
ვრცლად
ელექტროენერგიის მიმართულებით 3-თეთრიანი კლებაა, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე - არასაყოფაცხოვრებო მიმართულებით, რაც საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოა - ვახტანგ ჭარაია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დეკანის, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის სამი თეთრით შემცირება ქვეყნისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა.

"ელექტროენერგიის მიმართულებით 3-თეთრიანი კლებაა, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე - არასაყოფაცხოვრებო მიმართულებით, რაც საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოა. წყალმომარაგების სისტემაში ტარიფი უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო სექტორისთვის და გაიზარდა არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას მიეცეს ინფრასტრუქტურის განახლებისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა ", - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

1-ლი იანვრიდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირდება.

დღის ამბები