06 ივლისი 2024,   01:00
ვრცლად
კომერციული ობიექტებისთვის წყლის ტარიფის ზრდა პურის ფასზე არ აისახება და ის უცვლელი დარჩება - პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე

კომერციული ობიექტებისთვის წყლის ტარიფის ზრდა პურის ფასზე არ აისახება და ის უცვლელი დარჩება - განცხადებას პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი აკეთებს.

"ამ ეტაპზე, პურის ფასის მომატება გამორიცხულია," - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ "კურიერთან" საუბრისას.

მალხაზ დოლიძე სემეკ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, კომერციული მომხმარებლებისთვის მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება. ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი რჩება. რაც შეეხება ელექტროენერგიას, დენი 3 თეთრით გაიაფდა.

დღის ამბები